ჩრდილოეთ კორეა ოლიმპიური თამაშებიდან 2022 წლის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია

10 სექტემბერი 2021, 14:01 1272 ნახვა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩრდილოეთ კორეის ოლიმპიური კომიტეტი ტოკიო-2020-ში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო ოლიმპიურ მოძრაობას 2022 წლის ბოლომდე ჩამოაშორა.

ჩრდილოეთკორეელებმა ტოკიოში ჩაუსვლელობის მიზეზი პანდემია დაასახელეს.

"ჩრდილოეთ კორეის ეოკ-ს დისკვალიფიკაციის პერიოდში IOC-ის პროგრამებში ჩართვის ან მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთკორეელი ათლეტები საკვალიფიკაციო შეჯიბრებების შედეგებით პეკინის ზამთრის თამაშების საგზურებს მოიპოვებენ, IOC-ის აღმასრულებელი საბჭო ლიცენზიანტი სპორტსმენების მიმართ მოგვიანებით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას",- წერია განცხადებაში.

პეკინი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 2022 წლის 4-20 თებერვალს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში