თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის მუხლით ქალი დააკავეს

10 სექტემბერი 2021, 18:03 1465 ნახვა

ბათუმში, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში მცხოვრები 5 ოჯახი საცხოვრებელ სახლზე დავობს.

სახლში ქირით მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი კი, ერთ-ერთ თანამესაკუთრეს არასრულოვნების ბულინგსა და ზეწოლაში დებს ბრალს.

9 წლის მოზარდი დედასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. მოზარდის მშობელი ამბობს, რომ მეზობელს მათი გასახლება სურს და ამ მოტივით ბავშვებს ავიწროებს, რის გამოც, მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. იგი პოლიციისაგან დაცვას ითხოვს და ამბობს, რომ სამმართველოში სწორედ ამ მიზნით მივიდა.

ფაქტს ბრალდების ადრესატი უარყოფს. ამბობს რომ ბავშვებს მათ წინააღმდეგ იყენებენ.

აჭარის მაუწყებელს რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუდასტურეს, რომ ბრალდების ადრესატი ქალი 115-ე მუხლით დააკავეს, რაც თვითმკვლელობის მცდელობამდე  მიყვანას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში