ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში კარლსრუეს ტურნირის ფინალშია

10 სექტემბერი 2021, 21:57 1796 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში გერმანიის ქალაქ კალსრუეში მიმდინარე ტურნირის ფინალში გავიდა.

გორგოძის და რუმინელი ირინა ბარას წყვილმა ორ სეტში ანგარიშით 6:3, 6:1 ნათელა ძალამიძის და ალექსანდრა პანოვას წყვილს მოუგეს.

ფინალში გორგოძე და ბარა პოლონელ პიტერსა და ეგვიპტელ შერიფს დაუპირისპირდებიან.
ფინალური შეხვედრა 11 სექტემბერს არის ჩანიშნული.

ტურნირის საპრიზო ფონდი 115 ათასი დოლარია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში