დღეს საქართველო 100 000 დოზა Sinopharm-ს მიიღებს

11 სექტემბერი 2021, 12:35 799 ნახვა

დღეს ჯანდაცვის სამინისტრო სინოფარმის  ვაქცინის 100 000 დოზას საჩუქრად მიიღებს.ორშაბათიდან კი აცრაზე რეგისტრაცია განახლდება.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში. გარდა ამისა, მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც იცრებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში