მესამედ ჩავარდნილი ტენდერი

11 სექტემბერი 2021, 12:18 1093 ნახვა

მირვეთის ჩანჩქერთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი უკვე მესამედ ჩავარდა. სატენდერო პირობების მიხედვით გამარჯვებულ კომპანიას საცალფეხო ბილიკის, მაგიდების და სკამების მონტაჟი, ასევე საპიკნიკე ტერიტორიის მოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება ევალებოდა. ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის ტენდერი 350 ათას ლარზე იყო გამოცხადებული.

ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ  ტენდერი კიდევ ერთხელ  გამოცხადდება.  მირვეთის ჩანჩქერი ზღვის დონიდან 60 მ სიმაღლეზე მდებარეობს,  რომლის სიმაღლე 220 მეტრია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში