კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია

11 სექტემბერი 2021, 15:43 1192 ნახვა

57 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსის შედეგად გამოწვეული გართულებებით, მათ შორის 20 წლის ფეხბურთელი. ბოლო 24  საათში კი ინფიცირებულთა რიცხვი 2 533-ით გაიზარდა მათგან აჭარაში ინფიცირების 177-ი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს რეგიონში 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რაც შეეხება ახალშობილებს. თბილისში ციციშვილის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში 42 პაციენტი მკურნალობს. მათგან ყველაზე მძიმე 40 დღის ჩვილის მდგომარეობაა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.  მედიკოსების განცხადებით ინფიცირების წყარო ჩვილების  ოჯახის წევრები არიან, ამიტომ მშობლებს ექიმები ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში