რა მოტივით განახორციელა მზარეულმა თავდასხმა ყვარლის "საქართველოს ბანკზე"

11 სექტემბერი 2021, 20:15 913 ნახვა

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული შალვა მელიქიშვილის ადვოკატის ლეილა გარსევანიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნობს დამნაშავედ, ინანიებს დანაშაულს და შეღავათის გაწევას ითხოვს.

ამის შესახებ გარსევანიშვილმა ჟურნალისტებს შალვა მელიქიშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურის დასრულების შემდეგ განუცხადა.რაც შეეხება საბრძოლო მასალას, რომელიც მელიქიშვილს ბანკზე თავდასხმისას ჰქონდა, ადვოკატის ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ ხელყუმბარა ნამდვილია.უფლებადამცველის თქმით მელიქიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო  ხვალ იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შალვა მელიქიშვილი ყვარელში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 49 წლის შალვა მელიქიშვილი დააკავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში