თავდასხმა ერაყის აეროპორტზე

12 სექტემბერი 2021, 12:15 1930 ნახვა

ჩრდილოეთ ერაყში, ერბილის აეროპორტზე სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ჯარებია განლაგებული თავდასხმა განხორციელდა.  უცხოური  მედიის ცნობით, ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავდასხმა ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი დრონების საშუალებით განხორციელდა. მათივე ცნობით, აეროპორტთან სამი დრონი ჩამოვარდა. 

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცნობისთვის ერბილის აეროპორტში აშშ-ისა და საერთაშორისო კოალიციის ძალებია განთავსებული, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან ერაყის შეიარაღებულ ძალებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში