''ევროპული საქართველოს“ ბრალდება ხულოს მერიას 

12 სექტემბერი 2021, 12:20 1224 ნახვა

ხულოს მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს ,,ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატი ხულოს საკრებულოში. კახა დეკანაძე ირწმუნება, რომ  მერიის სანდასუფთავების სამსახურს სოფელ ქედლებში თხილაძირის უბანში საყოფაცხოვრებო ნარჩენები რამდენიმე კვირაა არ გაუტანია.

ნაგვით სავსე ურნები ადმინისტრაციულ შენობასთანაა განთავსებული, სადაც მერვე საარჩევნო უბანია გახსნილი. საკითხთან დაკავშირებით ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში