დონბასში რუსებმა 2 უკრაინელი სამხედრო მოკლეს, დაჭრილია - 9

12 სექტემბერი 2021, 15:10 917 ნახვა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეჟიმი 14-ჯერ დაირღვა. ამის შესახებ აღნიშნული ძალების პრესსამსახური იუწყება. მათივე ცნობით, რუსული მხარე იყენებდა მინსკის შეთანხმებებით აკრძალულ შეიარაღებას.

„დონეცკის ოლქში მტრის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, უკრაინის გაერთიანებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ცხრა კი დაიჭრა. ერთმა სამხედრომ სამხედრო ტრავმა მიიღო.

სამი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების კი დამაკმაყოფილებელი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში