არასრულწლოვნის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის საქმე

12 სექტემბერი 2021, 18:15 1577 ნახვა

ბრალდებული ქალის წინასასამართლო პროცესი, რომელსაც არასრულწლოვნის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას ედავებიან, ბათუმის საქალაქო სასამართლოში  შეჩერდა, მოსამართლემ ამ დრომდე   ვერ შეძლო გადაწყვეტილების გამოცხადება, რადგან პროცესში ბრალდებული შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახება.

მას ახლა პირველად დახმარებას უწევენ. როდის განახლდება სასამართლო პროცესი ჯერჯერობით უცნობია. 50 წლის ქალი ორი დღის წინ დააკავეს.  9 წლის ბავშვის დედა აცხადებს, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას 50 წლის ქალი ბინის დასაკუთრების მიზნით ახდენდა. ბინა კი რომელიც სადავოა მეზობლებისთვის იტალიურ ეზოში მდებარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში