ეპიდვითარება უმჯობესდება - მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას იწყებს

12 სექტემბერი 2021, 20:20 983 ნახვა

ხვალიდან მოქალაქეები ერთთვიანი პაუზის შემდეგ,  კვლავ შეძლებენ მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას. მანქანებში სადეზინფექციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ქვეყანაში კი დღეს 1838 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა მაღალი რჩება სიკვდილიანობის მაჩვენებელი, დღეს კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა. სპეციალისტების თქმით ვითარების გამოსასწორებლად აუცილებელია მასიური ვაქცინაციის ტემპის ზრდა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში