საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა 

13 სექტემბერი 2021, 10:07 1126 ნახვა

დღეიდან, 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა. საკოორდინაციო საბჭომ ეს გადაწყვეტილება 7 სექტემბერს გამოაცხადა. ამავე გადაწყვეტილებით, სხვა დანარჩენი შეზღუდვები ისევ ძალაში რჩება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ქვეყანაში ერთი თვის წინ, 14 აგვისტოს შეიზღუდა კორონავირუსის პანდემიის ახალი ტალღის გამო.

პირბადის ტარება სავალდებულოა, როგორც დახურულ, ისე, ღია სივრცეებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში