საქართველოში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი

13 სექტემბერი 2021, 10:40 1007 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 48 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4351 პირი.

ბოლო 24 საათში საქართველოში 17 192 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.50%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.81% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.36%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 946 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 324 შემთხვევა, აჭარა - 120, იმერეთი - 133, ქვემო ქართლი - 38, შიდა ქართლი - 36, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 99, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 595 საიდანაც 6 186 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 583, აჭარაში - 714, იმერეთში - 1 076.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 419 პირი, მათ შორის, თბილისში - 576, აჭარაში - 170, იმერეთში - 351. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 209, აჭარაში - 35, იმერეთში - 25.

1 611 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 - თბილისში, 404 - აჭარაში.

19 798 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 85 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 81, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 12 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 146 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 097 ადამიანი.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში