აჭარაში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

13 სექტემბერი 2021, 10:46 911 ნახვა

13 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 120 ადამიანს დაუდასტურდა.

გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა - 263 პაციენტი, გარდაიცვალა 3.

ბოლო მონაცემებით, აჭარის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 719 პაციენტი, კრიტიკულია 29 მათგანის მდგომარეობა, კოვიდ სასტუმროებშია მოთავსებული 429, ონლაინ კლინიკიდან იმართება - 3417 პირი.

ბოლო 24 საათში საქართველოში 17 192 ტესტი ჩატარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში