კორონავირუსზე ტესტირება კვლავ უფასოა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა - გიორგი ღიბრაძე

13 სექტემბერი 2021, 13:48 2100 ნახვა

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავ უფასოა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. განცხადება მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, კონფერენციებზე, ტრენინგებზე, სპორტულ ღონისძიებებეზე დასასწრებად მოქალაქე ვალდებულია წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან 72 საათში ჩატარებული PCR ტესტი ან 24 საათში ჩატარებული ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი.

საბჭოს გადაწყვეტილებით აღნიშნულ კატეგორიას ემატება ის ხალხი, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ-19.

აღნიშნული 6 თვე აითვლება კოვიდის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან 14 დღის შემდეგ. 

''გარდა ამისა სტუდენტები, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკულ ნაწილს გადიან არადისტანციურად, მოეთხოვებათ წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა ან საკუთარი ხარჯით კვირაში ერთხელ ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან იგივე 6 თვის, გადატანილი კოვიდის დამადასტურებელი ცნობა'' - განაცხადა ბრიფინგზე გიორგი ღიბრაძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტესტირების საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 38 ათასიდან 40 ათასამდე, აქედან ფასიანი არის 3-5%. დანარჩენი არის სახელმწიფოს ხარჯზე.

"ექიმებს ეკუთვნის ორ კვირაში ერთხელ, ზოგიერთი პროფილის ექიმს კვირაში ერთხელ, პოლიციის, საბაჟოს თანამშრომლებს - ეს ყველაფერი ისევ სახელმწიფოს ხარჯზეა, ეს ყველაფრი არ შეცვლილა და ტესტების მარაგიც ქვეყანაში საკმარისია.

თუ ვინმეს უნდა ყოველ დღე გაიტესტოს, ისინი მიდიან და თავის ხარჯით იტესტებიან, მაგრამ რაც დადგენილია სახელმწიფოს მიერ, ანუ ვისთვისაც უნდა იყოს ტესტირება უფასო ისევ უფასოა. არაფერი შეცვლილა და არც არავის მოუნდომებია ჯერჯერობით, რომ რამე შეეცვალა“,- განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში