ტრენინგი ხალხური რეწვის ოსტატებისთვის

07 მაისი 2016, 00:00 3256 ნახვა

შუახევში, ხალხური რეწვის ოსტატებს, საქართველოს ტრადიციული რეწვის სპეციალისტები და აჭარის განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი შეხვდნენ და მათ  პროექტი გააცნეს, რომლის მიხედვითაც, წელს პირველად, აჭარაში მცხოვრებ ტრადიციული რეწვის ოსტატებს ექსპერტები თანამედროვე ბაზრის შესაბამისი პროდუქციის შექმნაში დაეხმარებიან. რეწვის ოსტატებს ჩაუტარდებათ ვორქშოფები და ტრენინგები, მოეწყობა საჩვენებელი ღონისძიებები და გამოფენები. პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 28 ათასი ლარი გამოიყო.

ამავე კატეგორიაში