სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება

13 სექტემბერი 2021, 17:55 906 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო დროს გავრცელებული აუდიო-ვიდეოჩანაწერები და დოკუმენტური მასალა ბადებს კითხვის ნიშნებს სხვადასხვა პირის მიმართ, უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ ეს ფაქტები საჭიროებს კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დროული გამოძიების ჩატარებას მათი ავთენტურობის დადგენისა და  დადასტურების შემთხვევაში, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის პროცესში ჩართული ადამიანების დასჯას.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში