ევროპულ ბაზარზე ბუნბრივი გაზის ფასი რეკორდულად მატულობს

13 სექტემბერი 2021, 18:36 852 ნახვა

ევროპულ ბაზარზე ბუნებრივი აირის ღირებულებამ მორიგი რეკორდი მოხსნა. ისტორიაში პირველად ათასი კუბური მეტრის ფასმა ევროპაში 740 ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. გასულ კვირას ევროპულ ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასმა ასევე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და იმ დროისთის რეკორდულ 700 დოლარს გადააჭარბა. 2021 წლის აგვისტოს დასაწყისში რუსულმა გაზპრომმა ევროპის უმსხვილეს საცავებში ბუნებრივი გაზის შევსების მოცულობა შეამცირა. ტრანზიტი შემცირდა ავსტრიის, გერმანიისა და ნიდერლანდების რეზერვუარებში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში