საქალაქო ტრანსპორტი დღეს განახლდა

13 სექტემბერი 2021, 20:11 1182 ნახვა

ყველა იმ ინდიკატორმა, რომელიც ვირუსის გავრცელების მასშტაბებს განსაზღვრავს, საგრძნობლად დაიწია. მაგალითად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6%-ს ჩამოსცდა და 5.5% შეადგინა. თუმცა ქვეყანაში "კოვიდ-19-ით" გარდაცვალების  შემთხვევები კვლავ მაღალია. დადებითი დინამიკის ფონზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგა. შეზღუდვის მოხსნის მიუხედევად, გამკაცრებულია პირბადის ტარების კონტროლი. გარდა ამისა, რისკების დაზღვევისთვის გადაადგილების განრიგში გარკვეული ცვლილებების შეტანაც დაანონსეს. სატრანსპორტო კომპანიები პერიოდულობით გატესტავენ მძღოლებს, რომელთაც აქვთ უფლება არ დაძრან ტრანსპორტი იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მგზავრს პირბადე არ უკეთია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში