უჩხოს კანიონი გიდებმა და მოლაშქრეებმა დალაშქრეს

14 სექტემბერი 2021, 11:46 1330 ნახვა

 აჭარაში პირველი კანიონი გიდებმა და  მოლაშქრეებმა ინსტრუქტორებთან ერთად უკვე  დალაშქრეს. უჩხოს ხეობის  კილომეტრნახევრიანი კანიონი ტურისტების მისაღებად მზადაა.

ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულები 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაეშვნენ, რომელთაგან ყველაზე მაღალი 30 მეტრია. უჩხოს დალაშქვრას საშუალოდ 4-5 საათი სჭირდება.

ტურისტული სერვისის შეკვეთა მსურველებს აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეუძლიათ. 

უჩხოს  კანიონისთვის  ინსტრუქტორები გადამზადდნენ, ისინი ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს  კანიონის უსაფრთხოდ დალაშქვრაში დაეხმარებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში