ფარული ჩანაწერების საქმე

14 სექტემბერი 2021, 11:49 1270 ნახვა

გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ამ დრომდე განცხადება არ გაკეთებულა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.  ოპოზიციის ნაწილი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

საგამოძიებო უწყებებს მასალების დროულად შესწავლას მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

უწყებაში ამბობენ, რომ პასუხი უნდა გაეცეს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, საზოგადოებას დაუბრუნდეს მათი პირადი ცხოვრების დაცულობის შეგრძნება და აღდგეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში