უზბეკეთში შესაძლოა TikTok-ი აკრძალონ

14 სექტემბერი 2021, 17:01 1828 ნახვა

უზბეკეთში შესაძლოა ტიკ-ტოკი აიკრძალოს. ინიციატივით მმართველი პარტიის ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გამოდის.

განსაკუთრებით მოზარდებში პოპულარული სოციალური ქსელის  აკრძალვის შესახებ საკითხი აქტუალური  სკანდალური ტრანსლაციის შემდეგ  გახდა.  

ქალაქ ნავოიში ორი  მოსწავლე გოგონა სოციალურ ქსელში სამართალმცოდნეობის გაკვეთილიდან პირდაპირ ჩაერთო. გაკვეთილზე ისინი  უწმაწური სიტყვების გამოყენებით კამათობდნენ. 

უზბეკი პოლიტიკოსის თქმით,  ტიკ-ტოკსა  და სხვა სოციალურ ქსელში მსგავსი კონტენტი უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდა თაობის სულიერ განვითარებაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში