ევროპარლამენტი რუსეთისგან სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს

14 სექტემბერი 2021, 14:01 640 ნახვა

ევროპარლამენტმა რუსეთთან ურთიერთობების სტრატეგიასთან დაკავშირებით  მოხსენების პროექტი მოამზადა, რომელიც სექტემბერში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების არაღიარებას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუკი კენჭისყრა დემოკრატიული პრინციპების დარღვევით გაიმართება.

ევროპის  პარლამენტში აღნიშნავენ, რომ  საერთაშორისო სამართლის დარღვევით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში რუსეთს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობის შეჩერება ემუქრება. 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 2021 წლის 17-19 სექტემბერს გაიმართება. რუსეთის  პარლამენტს შერეული საარჩევნო სისტემით 5 წლიანი ვადით ირჩევენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში