აჭარაში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

15 სექტემბერი 2021, 10:38 1075 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 288 პაციენტი, გარდაიცვალა 5.

გასულ დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით ჩატარდა 2927 აცრა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა - 159, იმერეთი - 393, ქვემო ქართლი - 151, შიდა ქართლი - 143, გურია - 61, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 251, კახეთი - 338, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 27 398 საიდანაც: 5 785 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 661. მძიმეა 156-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 24.

ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კლინიკურ-სასტუმროებშია 375 პირი, საკარანტინო სივრცეში -2.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში