დიდ ბრიტანეთში 50 წელს გადაცილებულებს ვაქცინის ბუსტერ დოზებს შესთავაზებენ

15 სექტემბერი 2021, 11:07 888 ნახვა

გასულ დღე-ღამეში "კოვიდ-19-ით" ინფიცირების 27 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თურქეთში, რაც მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

დელტა ვარიანტი სწრაფად ვრცელდება საბერძნეთში, სადაც კვირის დასაწყისიდან შეზღუდვები უკვე დაწესდა. კოვიდპასპორტების შემოღება დააანონსა ნიდერლანდების მთავრობამ.  

ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება, თუმცა, ძალაში დარჩება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სკოლებში პირბადის ტარების ვალდებულება.

დიდ ბრიტანეთში კი, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსა და რისკ ჯგუფში მყოფ პირებს ვაქცინის ბუსტერ დოზებს შესთავაზებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში