16-17 სექტემბერს საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

15 სექტემბერი 2021, 16:45 1005 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ზღვაზე მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

 

 

 

ფოტო: ირინე წუწუნავა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში