განხეთქილება „თალიბანის“ მოძრაობაში

15 სექტემბერი 2021, 18:29 1308 ნახვა

თალიბანის რადიკალური  დაჯგუფების ლიდერები ავღანეთის დროებითი მთავრობის შექმნის შემდეგ ერთმანეთს სერიოზულად დაუპირისპირდნენ. უთანხმოება გამოიწვია საკითხმა იმის თაობაზე, თუ ვინ უფრო მეტი წვლილი შეიტანა ავღანეთის დაპყრობაში და რამდენად მეტ ძალაუფლებას იმსახურებს მინისტრთა კაბინეტში. კონფლიქტის მთავარი მონაწილეები   თალიბანის თანადამფუძნებელი აბდულ განი ბარადარი და  დაჯგუფების „ჰაკარის ქსელის“ ერთ-ერთი ლიდერი ჰალილ ჰაკარი არიან.  მხარეები ვერ თანხმდებიან დროებითი მთავრობის საბოლოო ვარიანტზე, ვინაიდან ავღანეთის მომავლისადმი მათ განსხვავებული მიდგომები  აქვთ. ბარადარი უფრო ზომიერ მოდელს  და დიპლომატიას ემხრობა მაშინ, როცა ჰაკარი   პრობლემების ძალისმიერი გზით მოგვარებას მოითხოვს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში