საიმიჯო ვიდეო რგოლი EURONEWS- ზე

16 სექტემბერი 2021, 13:23 1352 ნახვა

რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლი EURONEWS  მაყურებლისთვის. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი  რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირებას აგრძელებს. უწყების ინფორმაციით, რეკლამა საერთაშორისო ტელეკომპანიის დღისა და ღამის პრაიმთაიმში მსოფლიოს 160 ქვეყანაში გადაიცემა. გარდა საიმიჯო რგოლისა, ტელეკომპანიის ეთერში იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეროვნული პარკების ამსახველი 25-წამიანი სლაიდშოუ ტრიალებს, რომელშიც  მტირალას, კინტრიშის, კოლხეთის ეროვნული პარკები და ქობულეთის დაცული ტერიტორია არის წარმოჩენილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში