აქცია ბელარუსელი დამკვირვებლების მოხსნის მოთხოვნით

16 სექტემბერი 2021, 15:03 1672 ნახვა

ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს ბელარუსის დიასპორის წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, საქართველოში ბელარუსიდან არჩევნებზე მოწვეული დამკვირვებელი, ბელორუსის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ლიდია ერომოშინა ვერ ჩაითვლება დამოუკიდებლად. მათი განცხადებით,  სწორედ ბელარუსის საარჩევნო კომისიამ გააყალბა არჩევნები და  დაეხმარა  ალექსანდრე ლუკაშენკოს  ძალაუფლების შენარჩუნებაში,  რასაც მოჰყვა აქციები, დაკავებები და წამება  ციხეებში.  ბათუმში მცხოვრები ბელარუსები  ამბობენ, რომ სამოქალაქო პოზიციის გამოხატვისთვის მათ სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, რის გამოც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში