საქართველოს ნაკრები "ფიფას" რეიტინგში დაქვეითდა

16 სექტემბერი 2021, 17:51 1335 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები "ფიფას" განახლებულ რეიტინგში 5 პოზიციით დაქვეითდა. წარუმატებელი სერიის შემდეგ საქართველომ 96-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში 3 შეხვედრა გაიმართა და სამივეში დამარცხდა.

საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

  1.  ბელგია - 1832 ქულა;
  2.  ბრაზილია - 1811 ქულა;
  3.  ინგლისი - 1755 ქულა;
  4.  საფრანგეთი - 1754 ქულა;
  5.  იტალია - 1735 ქულა;
  6. არგენტინა - 1725 ქულა;
  7. პორტუგალია - 1674 ქულა;
  8. ესპანეთი - 1673 ქულა;
  9. მექსიკა - 1666 ქულა;
  10. დანია - 1658 ქულა.
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში