ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

16 სექტემბერი 2021, 18:14 1032 ნახვა

თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა. ნიკა კვარაცხელიას ვერაზე გუშინ  დაესხნენ თავს და გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მოქალაქეებმა კლინიკაში გადაიყვანეს. მათი თქმით, დაჭრილს გონება არ დაუკარგავს და ამბობდა, რომ არ იცოდა ვინ იყო ან რა უნდოდა თავდამსხმელს მისგან. ნიკა კვარაცხელია ქართული სოციალური ქსელის, ფიდც-ის ერთ-ერთი შემქმნელი იყო და ტექნოლოგიურ  აღმოჩენებში ერთ-ერთი კონკურსის გამარჯვებულია.  გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.  არსებული ინფორმაციით თავდამსხმელი დაკავებული არ არი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში