მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დღეს დატოვებს

17 სექტემბერი 2021, 11:46 1687 ნახვა

“ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებს. სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

რჩეულიშვილი დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. ის 2016 წლის ივლისში, „მაგნოლიას“ საქმის ეპიზოდზე დააკავეს.

პროკურატურის მთავარი მოთხოვნა, რის საფუძველზეც შეთანხმება გაფორმდა, ყველა დაზარალებული ოჯახის ბინებით დაკმაყოფილებას უკავშირდება. კომპანია “ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებული მოქალაქეებისთვის ბინების მშენებლობის დასრულების შესახებ თბილისის მერიასა და საინვესტიციო და სარემონტო ობიექტების შემსრულებელ კომპანიებს შორის მემორანდუმი 15 სექტემბერს გაფორმდა.

შპს “ცენტრ-პოინტ ჯგუფის” დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 2017 წელს წარუდგინეს, რაც  გულისხმობს თაღლითობას – მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით, დიდი ოდენობით.

2019 წლის 10 აპრილს სასამართლომ მაია რჩეულიშვილს შვიდ წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

რამდენიმე თვის წინ, სასჯელაღსრულების დაწესებულება რუსუდან კერვალიშვილმა დატოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში