თეთრ სახლი - აშშ-ს ჩინეთთან კონფლიქტი არ სურს

17 სექტემბერი 2021, 09:54 923 ნახვა

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ს ჩინეთთან კონფლიქტი არ სურს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ პსაკიმ გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ გაფორმებული ახალი შეთანხმება, არ არის მიმართული ჩინეთის წინააღმდეგ.

სამი ქვეყნის პარტნიორობა მიზნად ისახავს აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების დაცვას და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში