რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

17 სექტემბერი 2021, 09:54 832 ნახვა

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. პანდემიის გამო დუმის არჩევნები სამი დღის განმავლობაში გაიმართება. პირველი უბნები უკვე გაიხსნა კამჩატკის მხარესა და ჩუკოტკის ავტონომიურ ოლქში. არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. სულ პარტიულ სიებში დარეგისტრირებულია 3 812 ადამიანი, ხოლო ერთმანდატიან ოლქებში – 2020.  

აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საბაბით, რუსეთის ხელისუფლებამ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას არჩევნებს მეთვალყურეობის მიზნით მხოლოდ 60 ადამიანის გაგზავნის უფლება მისცა, რის გამოც ეუთო-მ საერთოდ უარი თქვა რუსეთში მონიტორინგის მისიის გაგზავნაზე. სადამკვირვებლო მისია ეყოლება მხოლოდ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. სულ ხუთი დამკვირვებელი.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში