ტაჯიკეთის პრეზიდენტი მსოფლიო თანასაზოგადოებას აფრთხილებს

17 სექტემბერი 2021, 13:50 1146 ნახვა

საერთაშორისო თანასაზოგადოების ნეიტრალურ მიდგომას ავღანეთში არსებულ სიტუაციაზე, ამ ქვეყანაში ხანგრძლივი სამოქალაქო ომისა და 11 სექტემბრის ტერაქტების მსგავსი ტრაგედიის პროვოცირება შეუძლია. ამის შესახებ ტაჯიკეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტზე განაცხადა. 

მისი თქმით, სხვადასხვა ტერორისტული ძალა ავღანეთში არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვაკუუმით სარგებლობენ და უკვე აქტიურად აძლიერებენ თავიანთ პოზიციებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში