უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადიცია განხორციელდა

17 სექტემბერი 2021, 17:01 1344 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. 

მეგის ქარდავა კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ქარდავას ბრალს აეროპორტშივე წაუყენებენ, რის შემდეგაც მას რუსთავის #12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ოფიციალური უწყებები კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტის“, თანხის გაფლანგვის საქმეები.

მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს. ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში