ზელენსკიმ მერკელი მედიაციისთვის დააჯილდოვა

17 სექტემბერი 2021, 18:00 1113 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა  ანგელა მერკელი 2015 წელს რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შეკავებაში შეტანილი წვლილისთვის  თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა.ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ანგელა მერკელი გერმანიის ფედერალური კანცლერია 2005 წლიდან. მისი პირადი მედიაციის წყალობით, 2015 წელს შესაძლებელი გახდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობის შეჩერება. მან დაიწყო ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის დონეზე სანქციების პოლიტიკაზე მუშაობა“– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში