ქობულეთში ქუჩები და სახლები დაიტბორა, სოფლებში კი მეწყრული პროცესები განვითარდა

17 სექტემბერი 2021, 18:05 2045 ნახვა

ქობულეთში  მოსახლეობა  დახმარებას  ითხოვს. ყველაზე მეტად სტიქიამ გელაურის დასახლების მცხოვრებლები დააზარალა.ამბობენ, რომ ადიდებული მდინარის წყალი  სახლებში და ეზოებში ისევ შევიდა, დაუზიანდათ ავეჯი და მწყობრიდან გამოვიდა ტექნიკაც.

მოქალაქეების განცხადებით,  წლებია უამინდობის დროს ამ პრობლემის წინაშე არიან და წლებია ითხოვენ  შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომ გაწვიმების დროს ისევ არ დაზარალდნენ.  მოსახლეობა ამბობს,რომ მიზეზი   მდინარის ვიწრო კალაპოტი და დაზიანებული დამბაა. გასაყიდი საქონლის დიდი ნაწილი  განადგურდა ქობულეთის ცენტრალურ ბაზარში.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში