გიორგი გახარია ნარკოტესტის პასუხს აქვეყნებს

18 სექტემბერი 2021, 12:30 687 ნახვა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ ვენის წამყვან ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა.ამასთან, როგორც პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, ექსპერტიზა ვენის წამყვან ჰოსპიტალში ჩატარდა 2021 წლის 14 სექტემბერს.

მათივე ინფორმაციით, ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით..გარდა ამისა ელოდებიან ტესტის პასუხს თმის ღერის ანალიზზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში