შეხვედრები ეთნიკურ უმცირესობებთან

18 სექტემბერი 2021, 12:13 590 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კახეთის რეგიონში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ყველა მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ამჯერად, უზუნთულას, ხორნაბუჯის, ჭოეთისა და ლამბალოს მოსახლოებას შეხვდა.როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს აპარატის მიმდინარე საქმიანობა, სამომავლო გეგმები და ახალი ინიციატივები გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა.

შეხვედრებზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში