ეუთო-ს მუდმივ საბჭოში რუსეთის სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან დადებული შეთანხმების რატიფიკაცია დაგმეს

28 ნოემბერი 2016, 00:00 1658 ნახვა

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი განიხილეს. ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მაკა ბოჭორიშვილმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ კანონის ხელმოწერის ფაქტი დაგმო. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ამგვარი პროვოკაციული ნაბიჯები საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს უგულებელყოფს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენაა მიმართული. საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები აშშ-ს, კანადის და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გააკეთეს. 

ამავე კატეგორიაში