''ქურდული სამყაროს“ წევრობის საქმე

18 სექტემბერი 2021, 20:15 1097 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დაკავებულ 15 პირიდან 12 პატიმრობა შეუფარდა, 3 პირი კი აღკვეთის გარეშე დატოვა.როგორც მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა განმარტა, სამი პირი იმყოფება ამ დროისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე არის მსჯავრდებულები და შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი პატიმრობის გამოყენების.

დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას ან ალტერნატივად გირაოს 2 000-დან 7 000 ლარამდე სთავაზობდნენ, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში