კოვიდვითარება და ვაქცინაციის დაბალი ტემპი

18 სექტემბერი 2021, 20:05 1168 ნახვა

გართულებული ეპიდვითარების ფონზე კვლავ მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი და იგი დღეს 52-ს უდრიდა,ამის გამო სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაცვლელია მკურნალობის მიდგომა, საჭიროა რესურსების მობილიზება და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება.

დღეს მაგალითად  ბათუმის კოვიდკლინიკებს წითელი ჯვრისგან საჩუქრად დიდი რაოდენობის ჟანგბადი გადაეცა, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით კი, თუ ვაქცინაციის ტემპი გაიზრდება და მოსახლეობის 2/3 აიცრება, სიკვდილიანობა მკვეთრად მოიკლებს, თუმცა მაგალითად ავტობუსებში განთავსებული მოძრავი ამცრელი პუნქტები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის გამო გაუქმდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში