ინფრასტრუქტურული სამუშაოები მე-11 ბატალიონის ტერიტორიაზე

19 სექტემბერი 2021, 12:17 1119 ნახვა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაუმჯობესებულ პირობებს გაეცნო თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად. ისინი ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. აკადემიაში სრულად გარემონტდა საცხოვრებელი ყაზარმები, ბიბლიოთეკა, სპორტული კომპლექსები. კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, ყაზარმებში შეიცვალა საცხოვრებელი ოთახების წყობაც.

ოთახები ექვსის ნაცვლად მხოლოდ ორ პირზეა გათვლილი.გარემონტდა საცურაო აუზი და სასადილო. მოეწყო ფიზიკისა და ქიმიის ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე ლაბორატორიები. განახლდა სიმულაციური სწავლების ცენტრიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში