ჯანმომ Sputnik v-ს ავტორიზაციის პროცესი შეაჩერა

19 სექტემბერი 2021, 15:05 877 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის Sputnik v-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა.როგორც ორგანიზაცია განმარტავს, პროცესი იქამდე იქნება შეჩერებული, ვიდრე სულ მცირე ერთი რუსული ქარხნის თავიდან შემოწმება არ მოხდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ფილიალის პრეს -ბრიფინგზე, დირექტორის თანაშემწემ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნა საგანგებო ავტორიზაციისთვის შეჩერებულია მას შემდეგ, რაც რუსეთში რამდენიმე საწარმოო დარღვევა გამოვლინდა ჯანმო -ს შემოწმებისას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში