ავღანეთში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა

19 სექტემბერი 2021, 15:00 813 ნახვა

სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა ავღანეთში აფეთქებების შედეგად. როგორც მედია წერს, დაშავებულია 30 ადამიანი.აფეთქებები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულსა და აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჯალალაბადში მოხდა.

მედიის ინფორმაციით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოქმედდა. აფეთქებებს "ისლამურ სახელმწიფოს" უკავშირებენ. მედიის ცნობით, "თალიბანმა" თავდასხმების შესახებ გამოძიება დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში