ქობულეთში რამდენიმე ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდება 

20 სექტემბერი 2021, 11:14 1052 ნახვა

''ქობულეთის წყლის'' ინფორმაციით, 20 სექტემბერს 12:00-დან 17 საათამდე რამდენიმე ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდება. მიზეზი გეგმიური, ტექნიკური სამუშაოებია.

სამუშაოები განხორციელდება გოგებაშვილოს ქუჩიდან ჩოლოქის დასახლებამდე.

კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგებაში არსებული შეზღუდვები ასევე შეეხებათ აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩაზე და მიმდებარე კვეთებში მცხოვრებ აბონენტებს.

''ქობულეთის წყლის სამსახური მზადაა, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მოახდინოს სამუშაოების წარმოება და აბონენტებისთვის წყლის დროულად მიწოდება უზრუნველყოს'' - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში