ლოს-ანჯელესში Emmy 2021-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

20 სექტემბერი 2021, 12:58 857 ნახვა

ლოს-ანჯელესში ემმი 2021-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც შოუ ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდა, წელს მონაწილეები კვლავ წითელ ხალიჩაზე შეიკრიბნენ. საუკეთესო დრამატულ სერიალად ნეტფლიქსის "გვირგვინი“ დასახელდა, საუკეთესო კომედიურ სერიალად ეპლი ტივი პლუსის „ტედ ლასო“ , წლის საუკეთესო მინი-სერიალის ნომინაციაში ნეტფლიქსისლაზიერის გამბიტმა“ გაიმარჯვა. საუკეთესო მსახიობ ქალად დრამატულ სერიალში ოლივია კოლმანი დასახელდა ფილმისთვის „გვირგვინი", დრამატული სერიის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად კი - ჯოშ ო'კონორი იმავე ფილმში შესრულებული როლისთვის. ნომინაციაში: საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში ჯინ სმარტმა გაიმარჯვა ფილმისთვის „ხრიკები”, კომედიური სერიალის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად კი ჯეისონ სუდეიკისი დასახელდა ფილმისთვის „ტედ ლასო“. ვირუსის გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად ორგანიზატორებმა შოუს ღია ტიპის ტენტში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. სტუმრების რაოდენობა 500-მდე იყო შეზღუდული. ამასთან, ღონისძიებაზე სტუმრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ დასწრება, თუ ისინი წარადგენდნენ მტკიცებულებას, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული ჰქონდათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში