საქართველოში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, რაც ძალიან საგანგაშოა - თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:24 1208 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, რაც საგანგაშოა. 

თამარ გაბუნიას თქმით, თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი უკვე აცრილია. 

''ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეებში შემცირდა. გუშინ 24 საათის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა, მეტ მოქალაქეს ჰქონოდა იმის დრო, რომ წასულიყო ვაქცინაციისთვის, ასე არ მოხდა. 7 000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც არის ძალიან საგანგაშო და მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის პროგრამის კიდევ მეტად სტიმულირება.

იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოებით, ოჯახის ექიმების უფრო მეტად ჩართულობით, თუ რაიმე სხვა გზით იმისთვის, რომ მაქსიმალურად გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამაში მოცვა.

ზოგიერთ რეგიონში ძალიან კარგია ვაქცინაციის მაჩვენებელი. თბილისი ლიდერობს, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტია აცრილი, იგივეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის მაჩვენებელი" - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, აცრა ქვეყანაში არის ნებაყოფლობითი და სხვაგვარი მოდელი ჯერჯერობით არ განიხილება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში